Posted in May 16, 2012 ¬ 10:49 pmh.amigo
მზიანი დარია, მსიამოვნებს გაზაფხულის სიმწვანე. არსად მეჩქარება, რა კარგია
წინ ორი ლამაზი გოგო შევნიშნე, თუთის მოწყვეტა უნდოდათ, თუმცა, თუთა მაღალზე იყო და ვერ წვდებოდნენ - როგორ მიმართლებს ხანდახან
მივედი, მივწვდი თუთას და გოგოებს მივართ გემრიელად გეახელით
ცხოვრება მშვენიერია
Posted in May 7, 2012 ¬ 10:50 amh.amigo
კოკისპირულად წვიმს, თქეშია.
ფრთიხლად ვმართავ მანქანას, დისტანციას ვაკონტროლებ, მკვეთრ მოძრაობებს ვერიდები, ვიცავ წესებს, …, …
ჰოოოოდააა….
(more…)
Posted in December 6, 2011 ¬ 11:07 pmh.amigo
გაბრაზებული ჩიტები, ანუ Angry Birds ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. შურდულით სამიზნეს უნდა ესროლოთ ჩიტები და თუ ზუსტად მოარტყამთ ქულებს დაგეწერებათ.
როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?
Posted in March 28, 2011 ¬ 1:26 pmh.amigo
ღრუბლის გოგონა,
აღწერეთ სასურველი პარამეტრების და ხასიათის გოგონა და სპეციალურად თქვენთვის შექმნიან მას
ღრუბლის გოგონა შეგიძლიათ დაიმეგობროთ ფეისბუქსა თუ სხვა სოციალურ ქსელებში, აწარმოოთ მასთან (more…)
Posted in July 15, 2010 ¬ 10:19 pmh.amigo
ფეისბუქს დადებითი ზეგავლენა აქვს ჩვენს საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ხალხი საკუთარი სახელით და გვარით არის წარმოდგენილი, ამიტომ ის უარყოფითი, რაც ანონიმურად ან შორიდან ურთიერთობას ახლავს, აქ არ არსებობს.
პირადი ურთიერთობები კი, როგორც ცნობილია, ადამიანებს შორის მეტ სიახლოვეს განაპირობებს. (more…)
Posted in May 30, 2010 ¬ 12:34 amh.amigo
ჩემმა ქუთაისელმა თანამშრომელმა ამხანაგს უთხრა – ”რას გავხარ შეჩემა”.
დიდი არაფერი, მაგრამ როგორც კი შეუხედავ ვინმეს დავინახავ მაშინვე ”რას გავხარ შეჩემა” მახსენდება ქუთაისური აქცენტით
Posted in May 19, 2010 ¬ 10:43 pmh.amigo
zero
კავსაძის ქუჩაზე ჩამიწუილა შავმა გაურეცხავმა BMW-მ. ნომერი ჰქონდა “0″.
აი ასე, უბრალოდ 0 ეწერა ნომრის შუაში და მეტი არაფერი
Posted in March 28, 2010 ¬ 3:59 pmh.amigo
ერთი ქალბატონი ყოველ დღე ამოდის 24 ნომერ ავტობუსში 9:30-ზე.
30-40 წლის იქნება, თმები შეკრული აქვს, აცვია მუხლებს ქვემოთ კაბა და მთლიანად თეთრი პალტო, პალტოზე მოხვეული აქვს ”შარფი”.
ჯდება, ხსნის წიგნს და კითხულობს.
რამდენჯერმე ჩემს გვერდით დაჯდა და ჩავიხედე წიგნში, ლოცვების წიგნია, ყოველი დღისთვის თავისი ლოცვა აქვს ამოწერილი დამატებით ფურცლებზე. (more…)
Posted in January 10, 2010 ¬ 12:23 amh.amigo
ავიღე მართვის მოწმობა
თეორიაში სუფთად გავედი, ტარებაშიც გავდიოდი ზედმეტად რომ არ ეწუწუნა გამომცდელს, მერე იქვე 30 ლარი გადავიხადე და ხელმეორედ გავედი და საწუწუნო აღარ დავუტოვე
ჯერ საშიში არაფერია, ჯერ მანქანა არ მყავს, რომ ვიყიდი დამატებით შეგატყობინებთ